ერნესტო ვალვერდემ ლეო მესი "სევილიასთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი გუნდთან ერთად გაემგზავრა სევილიაში, სადაც ხვალ ლა ლიგას 30-ე ტურში ადგილობრივ გუნდს ხვდებიან.

მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მესი მიუხედავად ბარძაყის კუნთის ტრავმისა, რის გამოც არგენტინის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარა, მაინც შეიყვანა განაცხადში.

ამის უფლება მას ექიმებმა გუშინ ჩატარებული ორი ვარჯიშის შემდეგ მისცეს. განაცხადში აგრეთვე შეყვანილნი არიან ეროვნული გუნდებიდან მცირე ტრავმებით დაბრუნებული მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მცველი ჟერარდ პიკე.

ვალვერდე ამბობს, რომ ეს თამაში მათთვის ჩემპიონატზე გადამწყვეტი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ კარგი ამბავია!
BARCA CHAMPION
14:48 31-03-2018
1
კარგით რაა ყველა ხვდება რო მესიმ ტრამვა მოიმიზეზა ნაკრებში რო არ ეთამაშა... აგერ ნახავთ სევილიასთან თუ არ ითამაშებს პრესა კიდე აპრავებს ამ ყველაფერს... როგორც ნაკრების კაპიტანი ესეთი საქციელი მიუღებელია მაგრამ არის მეორე მხარეც წინ ელის მესის უმნიშვნელოვანესი თამაშები და პლიუს მსოფლიო ასე რომ თავს იზღვევს
effe
13:09 31-03-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული