მესი "სევილიასთან" მატჩში 0:2-ზე შევიდა შეცვლაზე და "ბარსელონას" ქულა გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 30-ე ტურში "სევილია" საკუთარ მოედანზე" დაუზავდა "ბარსელონას" (2:2). მასპინძლები ფრანკო ვასკესის და ლუი მურიელის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ 58-ე წუთზე ლეო მესი შევიდა შეცვლაზე უსმან დემბელეს ნაცვლად, 88-ე წუთზე ლუის სუარესმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 89-ეზე მესიმ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

ასულგრანა პრიმერაზე უკვე 37 შეხვედრაში არ დამარცხებულა - უკანასკნელად შარშან 8 აპრილს "მალაგასთან" 0:2 წააგო.

ხვალ "ატლეტიკო" "დეპორტივოს" მასპინძლობს და თუ დაამარცხა, "ბარსასთან" ჩამორჩენას 9 ქულამდე შეამცირებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინა თუ და 6-1 აგებს, ბარსა რო ბარსაა ისიც 2:0 ს აგებს (58 წუთამდე) მესის გარეშე. დასკვნა: ვაა, არც ისე ფარჩაკი ყოფილა არგენტინა.
ზვიადი
01:15 01-04-2018
9

სიახლეები პოპულარული