უმტიტის წასვლის შემთხვევაში "ბარსელონა" ლანგლეს 30 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველის სამუელ უმტიტის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული, მზადაა 60-მილიონევროიანი კლაუსულა გადაიხადოს, კონტრაქტიც გაუფორმოს და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონი დაუნიშნოს.

თავად უმტიტის გუნდის გამოცვლა არ უნდა, მაგრამ თუ ხელფასს არ მოუმატებენ, "მანიუს" შეთავაზებას დათანხმდება.

თუ უმტიტი წავა, მაშინ "ბარსა" "სევილიას" 22 წლის ფრანგ მცველს კლემან ლანგლეს 30 მილიონად შეიძენს. ლანგლე ანდალუსიურმა კლუბმა შარშანწინ "ნანსისგან" 7 მილიონად იყიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული