00:35 08-04-2018
"ბარსელონამ" "ლეგანესს" ლეო მესის ჰეთ-თრიკით სძლია [VIDEO]
AutoSharing Option
ჰეთ-თრიკი "ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ შეასრულა. ეს მისი ამ გუნდში მე-40 ჰეთ-თრიკია: 29 ქვეყნის პირველობაზე, 7 ევროტურნირებზე, 3 თასზე და 1 სუპერთასზე. სულ კი კარიერაში ლიონელმა 45 ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მან პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე საჯარიმოდან მე-6 გოლი გაიტანა და ყოფილი თანაგუნდელის, რონალდინიოს მიერ 2006/2007 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
ლეომ ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატზე 29-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე მყოფი რონალდოს ანგარიშზე 22 გოლია. არგენტინელი "ოქროს ბუცისათვის" ბრძოლაში "ლივერპულის" ეგვიპტელ ლეგიონერს მოჰამედ სალაჰს დაეწია.
ასულგრანა "ატლეტიკოს" 12, ხოლო "რეალს" 16 ქულით უსწრებს, 14 აპრილს "კამპ ნოუზე" "ვალენსიას" შეხვდება და მორიგი რეკორდის დამყარება შეუძლია. საქმე იმაშია, რომ კატალონიური გუნდი აგერ უკვე 38 მატჩია ლა ლიგაზე არ დამარცხებულა და 1978/1979 და 1979/1980 წლების სეზონებში "სოსიედადის" მიღწევა გაიმეორა.
დღეს ბლანკოსი როხიბლანკოს მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამ გუნდს ბარსელონა კიარა უნდა ერქვას მესი
2
0
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, მსოფლიო დონის ვარსკვლავის, ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა!!! ვულოცავ!!! ჩემო საშა!!! ქრისტე აღსდგა!!!
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული