ესეკილ გარაი: "ბარსელონა" რთულ სიტუაციაშია და უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
ლა ლიგას 32-ე ტურში "ბარსელონასთან" მომავალ შეხვედრაზე "ვალენსიას" მცველმა ესეკილ გარაიმ ისაუბრა:

"ისევე როგორც ყოველ მატჩში, "კამპ ნოუზეც" მოგებისთვის ვიბრძოლებთ. "ბარსელონა" რთულ სიტუაციაშია და შევეცდებით დავამარცხოთ. ასეთი წარუმატებლობის გადატანა მართლაც ძნელია.

ჩვენ ნებისმიერი ვითარებიდან სარგებლის პოვნას ვცდილობთ. თუმცა, "ბარსას" შესაძლებლობებიც ვიცით. გვინდა მორიგი 3 ქულა მოვიპოვოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული