რომაული შოკის შემდეგ "ბარსელონამ" "ვალენსია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 32-ე ტურში "ბარსელონამ", რომელიც რამოდენიმე დღის წინ "რომასთან" განადგურდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, სახლში "ვალენსიას" სძლია 2:1.

ანგარიში მე-15 წუთზე სუარესმა გახსნა, 51-ე წუთზე უმტიტიმ მეორე გოლი გაუტანა სტუმრებს (ორივე საგოლე გადაცემა კოუტინიომ გააკეთა), შეხვედრის დასასრულს კი პარეხომ პენალტით ანგარიში შეამცირა.

ასულგრანამ ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ 39 მატჩი ჩაატარა წაუგებლად და რეკორდი დაამყარა.

"ბარსა" მე-2 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" ახლა 14 ქულით უსწრებს. როხიბლანკო ხვალ "ლევანტეს" მასპინძლობს, "რეალი" კი სტუმრად "მალაგას" ხვდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული