ამიერიდან "ბარსას" ყოველი არწაგება მის საოცარ რეკორდულ სერიას ზრდის, თუმცა "სელტა" კატალონიურ გრანდს უხერხულ მეტოქედ ჩამოუყალიბდა. არ წააგებს "ბარსა" მე-40 მატჩსაც ზედიზედ? ამას დღეს ვიგოში შევიტყობთ.
ანტუან გრიზმანი იმ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მიდის, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს გააცნო ფრანგი. გრიზმანი ბრწყინვალე ფორმაშია, "ლევანტეს" მან სეზონის მე-19 გოლი გაუტანა, აქედან 14 კი წლევანდელზე მოდის.
მალე, წესით, "ბილბაოს" თავკაცად ედუარდო ბერიცოს ვიხილავთ, ჯერ
ფაქტები
- ამ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი პასი ივან რაკიტიჩს ("ბარსელონა") აქვს გაკეთებული - 1999.
- "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში 39 მატჩია, რაც არ წაუგია.
- "რეალმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 13 საშინაო მატჩიდან 13-ვე მოუგო "ბილბაოს".
- "ბარსელონამ" ბოლო 5 ტურში, სულ მცირე, 2-2 გოლი მაინც გაიტანა.
- "ატლეტიკოს" ბოლო 36 ტურიდან 33-ში არ წაუგია.
- "სოსიედადს" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩში გოლი არ გაუშვია.
ლა ლიგა. XXXIII ტური
სამშაბათი, 17 აპრილი
დეპორტივო-სევილია 21:30
სელტა-ბარსელონა 23:00
ვილიარეალი-ლეგანესი 23:30
ოთხშაბათი, 18 აპრილი
ესპანიოლი-ეიბარი 21:30
ვალენსია-ხეტაფე 21:30
რეალი-ბილბაო 23:30
ხუთშაბათი, 19 აპრილი
სოსიედადი-ატლეტიკო 21:30
ალავესი-ჟირონა 21:30
ლევანტე-მალაგა 23:30
ბეტისი-ლას პალმასი 23:30
ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 15 - როდრიგო მორენო (ვალენსია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"