"ესპანიოლმა" მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი გადააყენა

AutoSharing Option
"ესპანიოლმა" კლუბის ოფიციალური საიტით მწვრთნელის, კიკე სანჩეს ფლორესის გადაყენება იუწყა.

კიკე სანჩეს ფლორესმა ბარსელონური გუნდი 2016 წელს ჩაიბარა. მას სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გასულ სეზონში "ესპანიოლი" ლა ლიგაზე მე-8 ადგილზე გავიდა, ამ სეზონში კი წარუმატებლად ასპარეზობს - მე-16 ადგილზეა, თუმცა გავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

სულ სანჩეს ფლორესის ხელმძღვანელობით კატალონიურმა გუნდმა 79 მატჩიდან 26 მოიგო, 25 ფრედ დაასრულა და 28 წააგო.

დროებით სანჩეს ფლორესის ნაცვლად მწვრთნელად დუბლების თავკაცი დავიდ გალიეგო დაინიშნა.

კლუბი აგრეთვე სპორტულმა დირექტორმა ხორდი ლარდინმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული