წყაროს ცნობით, "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი 33 წლის ფორვარდის თამაშით ძალიან კმაყოფილია და თავის სამომავლო გეგმებში ხოსელუს მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბი", დიდი ალბათობით, ზაფხულში კილიან მბაპეს დაიმატებს და ვეტერანი შემტევის სათამაშო დრო შემცირდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ესპანელმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 14 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.