"ბარსელონამ" თასის ფინალი უპრობლემოდ მოიგო და ვალვერდე გადაყენებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩატარებული ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "სევილია" 5:0 დაამარცხა და საპატიო პრიზს დაეუფლა.

ამ მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით და თუ სამეფო თასს ვერ მოიგებდნენ, მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს გადააყენებდნენ.

თავად ვალვერდემ აღნიშნა, რომ ვალდებულნი იყვნენ გაემარჯვათ და ეს "რომასთან" განცდილ ფიასკოს დაავიწყებდათ.

დავიწყებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ასულგრანამ პირველ ტაიმშივე მოუთავა საქმე ანდალუსიურ გუნდს. დუბლი ლუის სუარესმა მიითვალა, ერთი გოლი კი ლეო მესიმ გაიტანა.

შესვენების შემდეგ ანდრეს ინიესტამაც დალაშქრა მეტოქის კარი, კოუტინიომაც,
პენალტით.

ბლაუგრანამ ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი 30-ედ მოიგო ესპანეთის თასი და ამ მაჩვენებლით რეკორსმენია. მეორე ადგილზე "ბალბაოა", რომელიც 23-ჯერ დაეუფლა ამ პრიზს.

"ბარსელონას" 67 703-ადგილიან არენაზე კატალონიიდან ჩასული 23 ათასი გულშემატკივარი უჭერდა მხარს.

ლეო მესიმ 5 ფინალურ მატჩში 6 გოლი გაიტანა და მხოლოდ "ბილბაოს" ყოფილ ფორვარდს ტელმო სარას ჩამორჩება, რომელმაც 1942-1950 წლებში 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული