ერნესტო ვალვერდეს თავზე შავი ღრუბლები შეიყარა

AutoSharing Option
Tribalfootball-ი ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე შეიძლება გადააყენონ.

"სევილიასთან" ესპანეთის თასის ფინალის წინ იუწყეს, რომ წაგების შემთხვევაში ვალვერდეს სამუშაოდან დაითხოვდნენ. ის შეხვედრა "ბარსამ" დამაჯერებლად მოიგო (5:0), მაგრამ როგორც ეტყობა, ერნესტოს მოხსნის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას.

საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მოულოდნელი ფიასკოს გამო დირექტორთა საბჭოს რამოდენიმე წევრს მისი მოხსნა უნდა.

ბასკი სპეციალისტის მიმართ გუნდის წამყვანმა ფეხბურთელებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება, თუმცა შეხვედრის შემდეგ პრობლემა მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული