France Football-მა ინიესტას ბოდიში მოუხადა: ანდრეს, გვაპატიე!

AutoSharing Option
გამოცემა France Football-მა "ბარსელონას" ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას ბოდიში მოუხადა.

ამის მიზეზი კი "ოქროს ბურთია", რომელსაც გამოცემა ყოველწლიურად გამორჩეულ ფეხბურთელს გადასცემს.

აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო კი ლეგენდარულ ესპანელს არასდროს მიუღია.

ჟურნალისტმა პასკალ ფერემ დღეს პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ინიესტა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ოქროს ბურთის" მოგების ღირსი იყო.

მაშინ გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა და ფერემ ამის გამო ესპანელს პატიება სთხოვა.

▶ ცრემლები და ოვაციები - როგორ გააცილეს ინიესტა "ბარსელონას" და "სევილიას" ფანებმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამი ჯადოქარი ერთ კლუბში.ასეთი რამე აღარასოდეს განმეორდება.
სოსო
17:25 24-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული