ხოსეპ მარია ბართომეუ: თუ საშუალება მოგვეცა, ნეიმარს დავიბრუნებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

კატალონიური გუნდის პირველი პირის თქმით, ისინი მზად არიან, შანსის მიცემის შემთხვევაში, ბრაზილიელი შემტევი ესპანეთში დააბრუნონ.

ბართომეუმ აღნიშნა, რომ მას ძლიერი ფეხბურთელების ხილვა ლა ლიგაში ძალიან მოსწონს და ერთ-ერთი ასეთი ნეიმარია.

მან "ბარსელონაში" 4 არაჩვეულებრივი სეზონი გაატარა, თუმცა, ბართომეუს თქმით, პსჟ სამხრეთამერიკელ ვარსკვლავს ალბათ, არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ნეიმარი პარიზულ გუნდში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული