ჟოზეპ ბარტომეუ: ერნესტო ვალვერდეს გადაყენება აზრადაც არ მოგვსვლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს სამუშაოდან დათხოვნას არ გეგმავენ:

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვალვერდეს მოხსნას ვაპირებდეთ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ერნესტოს ორწლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ და ეს მისი პროექტია. ვალვერდეს მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, სისტემატურად ვეკონტაქტები.

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი ცუდია,  მაგრამ ერნესტოს გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არასოდეს დაგვიყენებია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული