მონტელან ანდალუსიური გუნდი 2017 წლის 28 დეკემბერს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 28 მატჩიდან 11 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 10 წააგო.
მონტელას ნაცვლად სეზონის ბოლომდე "სევილიას" თავკაცად 62 წლის ხოაკინ კაპაროსი დაინიშნა, რომელსაც გუნდის ევროპა ლიგაზე გაყვანა დაევალა. კაპაროსი ბოლოს "ალ ახლის" ედგა სათავეში, "სევილიას" კი 2000-2005 წლებში წვრთნიდა.