ინიესტა "ესპანიოლის" ფანებმაც დააფასეს - მადლობა, მეგობარო!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეას ინიესტა "ესპანიოლის" ფანებმაც დააფასეს.

როგორც იცით, ეს გუნდები ერთმანეთის მოსისხლე მტრები არიან და შესაბამისად, გულშემატკივრებსაც მოწინააღმდეგე კლუბის ფეხბურთელები არ უყვართ.

ინიესტასა და "ესპანიოლის" ფანებს კი სულ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ. ის განსაკუთრებით მას შემდეგ დააფასეს, როდესაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გატანილი ბურთი, "ესპანიოლის" ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელ დანი ხარკეს მიუძღვნა.

RCDE Stadium-ზე "ლას პალმასთან" მატჩში მათ შემდეგი სახის ბანერი გამოაკრეს: "ინიესტა, გმადლობ უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ იყავი მეგობარი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული