ლა ლიგაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია - ჩემპიონი "ბარსელონაა", ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკო", "რეალი" და "ვალენსია" (ამ უკანასკნელს პრაქტიკულად განაღდებული აქვს საგზური) ითამაშებენ. გავარდნენ: "დეპორტივო", "ლას პალმასი" და "მალაგა", ხოლო ლეო მესის ვერავინ შეეცილება "პიჩიჩის", რადგან კრიშტიანო რონალდოს 8 გოლით უსწრებს.
ინტრიგა აღარ, მაგრამ შემდეგ ტურში ერთი დიდი მატჩი დარჩა - "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" ჩემპიონის რანგში მიიღებს
ბასკური დერბი
რაც მალე დაივიწყებს ამ დღეს მიკელ სან ხოსე, მით უკეთესი იქნება მისთვის, თუმცა ბასკური დერბის ისტორიაში ის უკვე შევიდა უარყოფითი კუთხით. ნახევარმცველმა ორი ეფექტური ავტოგოლი გაიტანა საკუთარ კარში და ამის გამო "ბილბაო" სან-სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" 1:3 დამარცხდა. არც ინიგო მარტინესისთვის იყო დასამახსოვრებელი დღე - "ლა რეალის" ფანები მას ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ. ასე გამოხატეს გაბრაზება ფანებმა ზამთარში მის "ბილბაოში" გადაბარგებაზე.
ფაქტები
- "ბილბაომ" ინიგო მარტინესთან ერთად თამაშების 50% წააგო, მის გარეშე კი მხოლოდ - 29%.
- მიკელ სან ხოსე "ბილბაოს" პირველი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ერთ თამაშში ორი ავტოგოლი გაიტანა 21-ე საუკუნეში.
რეალი-ლეგანესი
ზინედინ ზიდანმა "ბაიერნთან" საპასუხო მატჩის წინ ექსპერიმენტებს მიმართა - მან დაასვენა კრიშტიანო რონალდო, სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი.
ასევე, მცირე ტრავმების გამო არ ათამაშა დანი კარვახალი, ისკო და ნაჩო. არ უთამაშიათ არც კეილორ ნავასს, ლუკა მოდრიჩს, ლუკას ვასკესსა და მარსელოს - ისინი სკამზე დატოვა. მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ტონი კროოსმა... მოკლედ, იმ "რეალმა", რომელსაც "ბაიერნთან" დაპირისპირება ელის, ფაქტობრივად, დაისვენა.
ანგარიში მე-8 წუთზე საკამათო სიტუაციაში გახსნა გარეთ ბეილმა, 45-ე წუთზე კი ბორხა მაიორალმა ახლო მანძილიდან გაიტანა. 66-ე წუთზე ბრაშანაცმა დაცვის ცენტრის ჩავარდნით ისარგებლა და ერთი გაქვითა. "ლეგანესმა" ათი კაცით დაასრულა მატჩი, 93-ე წუთზე გაბრიელი გააძევეს, თუმცა შეხვედრაც იქვე დასრულდა - 2:1.
ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "დღეს პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო, ლა ლიგა კი წარუმატებელი გამოგვივიდა, დასაწყისში ბევრი ქულა დავკარგეთ. ბეილმა უნდა განაგრძოს ისე თამაში, როგორც დღეს".
ფაქტები
- დანი სებალიოსმა 76 პასი შეასრულა (67 ზუსტი). ეს მისთვის "რეალში" სარეკორდო მაჩვენებელია.
- გარეთ ბეილმა 15 და მეტი გოლი "რეალში" 5 სეზონიდან 4-ში გაიტანა.
- კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა, თავისი ანტირეკორდი მოხსნას - 2009/10 წლების სეზონში მან ლა ლიგაში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახლა მას 25 მატჩში აქვს ნათამაშები, თუმცა წინ 4 მატჩია.
- ბორხა მაიორალმა (რეალი) ამ სეზონში 1 000 წუთზე ნაკლები ითამაშა, თუმცა 6 გოლის გატანა შეძლო.
- გარეთ ბეილმა პირველად უკაპიტნა "რეალს".
სხვა თამაშები
სანამ "სევილია" ღრმა კრიზისშია (რასაც უკვე მოჰყვა ვინჩენცო მონტელას გაშვება), მისი კონკურენტები ყოჩაღობენ - "ვილიარეალმა" 4:1 მოუგო "სელტას" - პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა კარლოს ბაკამ.
"სევილიას" გაუმართლა, რომ მისმა უშუალო კონკურენტებმა, "ხეტაფემ" და "ჟირონამ", მადრიდში ქულები გაიყვეს. დაძაბულ შეხვედრაში მეტისმეტი უხეშობის გამო ორმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ერთი კი გააძევეს.
ფერნანდო ტორესს "ალავესთან" პენალტის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, მეორედ კი ნიშნულთან უკვე კევინ გამეირო მივიდა. "ატლეტიკომ" მოიგო და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში "რეალს" კვლავ 4 ქულით უსწრებს.
ფაქტები
- "სევილიამ" ზედიზედ 9 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება (ყველა შეჯიბრებაში). ეს კლუბის უცუდესი მაჩვენებელია მას მერე, რაც პრიმერას დაუბრუნდა.
- ხოსე ლუის მორალესმა ლა ლიგის 6 თამაშში შეძლო გოლი+პასის მითვლა, რაც "ლევანტეს" ფეხბურთელებში 21-ე საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია.
- "ლევანტემ" ბოლო 8 ტურში 6 შეხვედრა მოიგო.
- კარლოს ბაკა (ვილიარეალი) რადამელ ფალკაოს შემდეგ მეორე კოლუმბიელია, ვინც ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
- ჟერარდ მორენო რაულ ტამუდოს მერე (2006/07 წწ.) "ესპანიოლის" პირველი ფეხბურთელია, ვინც სეზონში 15 გოლი გაიტანა.
- ხონათან კალერის "ლას პალმასის" გოლების 48%-ში (11/23) აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული.
- კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) კარიერაში ყველაზე მეტი გოლი "ხეტაფეს" გაუტანა - 5.
- "ბარსელონას" წაუგებელი სერია უკვე 41-ტურიანია.
- პირველად მოხდა, რომ ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი ლუის სუარესის სამი პასით შეასრულა.
- 11-11 გოლი გაუტანა მესიმ "რიასორზე" "დეპორტივოსა" და "ბერნაბეუზე" "რეალს".
- მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც სეზონში 30 გოლი მეშვიდედ გაიტანა.
- "ატლეტიკომ" 1-გოლიანი უპირატესობით 12 მატჩი მოიგო ლა ლიგაში, ყველაზე მეტი.
ლა ლიგა. XXXV ტური
ლევანტე-სევილია 2:1
გოლები: 1:0 როჯერი (11), 1:1 კ. ფერნანდესი (16), 2:1 მორალესი (74)
სევილია (4-2-3-1): სორია - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - გაისი, ბანეგა - სარაბია, ფ. ვასკესი (73. ლაიუნი), ნოლიტო (59. ს. რამირესი) - კ. ფერნანდესი (71. მურიელი)
ესპანიოლი-ლას პალმასი 1:1
გოლები: 0:1 კალერი (29-პენ), 1:1 ჟ. მორენო (76)
სოსიედადი-ბილბაო 3:1
გოლები: 1:0 სან ხოსე (15 ს.კ.), 2:0 ოიარზაბალი (36), 3:0 სან ხოსე (54 ს.კ.), 3:1 რაულ გარსია (59-პენ)
გაძევება: პარდო (86. რეალ სოსიედადი)
რეალი-ლეგანესი 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (8), 2:0 მაიორალი (45), 2:1 ბრაშანაცი (66)
გაძევება: გაბრიელი (93. ლეგანესი)
რეალი (4-4-2): კასილია - ჰაკიმი, კაზემირო, ვალიეხო, ტ. ერნანდესი - სებალიოსი, კოვაჩიჩი (62. კროოსი), მ. ლორენტე, ბეილი - ბენზემა (62. ასენსიო), მაიორალი
ვილიარეალი-სელტა 4:1
გოლები: 1:0 ბაკა (13), 1:1 სისტო (34), 2:1 ბაკა (35), 3:1 ბაკა (38), 4:1 კასტილიეხო (93)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, რუკავინა - ტრიგეროსი, რ. ერნანდესი - კასტილიეხო, რაბა (60. ფორნალსი), ჩერიშევი (86. სანსონე) - ბაკა (78. უნალი)
ხეტაფე-ჟირონა 1:1
გოლები: 1:0 დიედიუ (18), 1:1 სტუანი (45-პენ)
გაძევება: დ. სუარესი (43. ხეტაფე)
გამოუყენებელი პენალტი: მოლინა (58. ხეტაფე)
ალავესი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 გამეირო (78-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ვერნერი - თომასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ვრსალიკო - ა. კორეა, გაბი, კოკე (62. გოდინი), ვიტოლო - ფ. ტორესი, დიეგო კოშტა (63. გამეირო)
გამოუყენებელი პენალტი: ფ. ტორესი (71)
გაძევება: ა. კორეა (95)
ვალენსია-ეიბარი 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტუ - მონტოია, ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი (81. ფ. ტორესი), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო, ს. მინა (64. ძაძა)
დეპორტივო-ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 კოუტინიო (7), 0:2 მესი (38), 1:2 ლ. პერესი (40), 2:2 ჩოლაქი (64), 2:3 მესი (82), 2:4 მესი (85)
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - დემბელე (68. დ. სუარესი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (87. ინიესტა), კოუტინიო (74. პაულინიო) - ლ. სუარესი, მესი
ორშაბათი, 30 აპრილი
ბეტისი-მალაგა 23:00
ბომბარდირები: 32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
მომდევნო ტური
4 მაისი: სევილია-რეალ სოსიედადი;
5 მაისი: ჟირონა-ეიბარი, ბილბაო-ბეტისი, სელტა-დეპორტივო, ვილიარეალი-ვალენსია;
6 მაისი: მალაგა-ალავესი, ატლეტიკო-ესპანიოლი, ლას პალმასი-ხეტაფე, ბარსელონა-რეალი;
7 მაისი: ლეგანესი-ლევანტე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"