სერხიო რამოსი: "ბარსელონას" საჩემპიონო კორიდორს არ მოვუწყობთ. წერტილი

AutoSharing Option
"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" საჩემპიონო კორიდორს არ მოუწყობენ:

"ბარსელონამ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ესპანეთის თასიც მოიგო და ლა ლიგაც. თუმცა, პრიმერაზე გამარჯვებაზე უფრო ღირებული ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, შესაძლოა ეს ოქროს დუბლსაც სჯობს.

ეს სეზონი შეიძლება მათთვისაც წარმატებული იყოს და ჩვენთვისაც. ზიდანის გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება. ამის გამო ზედმეტი ხმაურია ატეხილი. "ბარსელონას" საჩემპიონო კორიდორს არ მოვუწყობთ. წერტილი.

მათ უნდათ ჩემპიონობა აღნიშნონ, ჩვენ კი "ბაიერნის" ბარიერის გადალახვა და ფინალში გასვლა გვსურს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული