ლეო მესიმ 13 წლის წინ გაიტანა "ბარსელონაში" პირველი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2005 წლის 1-ელ მაისს ესპანეთის ჩემპიონატზე "ალბასეტესთან" მატჩში "ბარსელონაში" პირველი გოლი გაიტანა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.

მისი დებიუტი "ბარსაში" 2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა. ლეომ "ასულგრანაში" 634 შეხვედრაში 550 გოლი გაიტანა და 248 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მესიმ "ბლაუგრანასთან" ერთად 9-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 6-ჯერ - ესპანეთის თასი, 7-ჯერ - ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ - ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ - უეფას სუპერთასი და 3-ჯერ - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული