ხოაკინ კაპაროსი "სევილიაში" მუქთად მუშაობს

AutoSharing Option
28 აპრილს "სევილიამ" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა გადააყენა და მის ნაცვლად 62 წლის ხოაკინ კაპაროსი დანიშნა.

კაპაროსი დროებით მწვრთნელადაა დანიშნული და თურმე, ხელფასს არ იღებს. მან განაცხადა, რომ გუნდი სეზონის ბოლომდე ჩააბარეს, სულ 3 მატჩში უხელმძღვანელებს, კლუბს ამ ხნის განმავლობაში მისთვის არც ერთი ცენტის გადახდა არ მოუწევს და არც თავად უფიქრია გასამრჯელოზე.

კაპაროსი ანდალუსიურ გუნდს 2000-05 წლებშიც ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული