აზიელები მზად არიან, ესპანელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, რა დროშიც გასამრჯელოს სახით 81 მილიონ ევროს გადაუხდიან.
როგორც იცით, ინიესტას ოჯახი ღვინის ბიზნესითაა დაკავებული და ჩინელები მზად არიან, ანდრესის ქვევრებიდან ჩამოსხმული 6 მილიონი ბოთლი ღვინო შეიძინონ.
და რა ღირს ერთი ბოთლი ინიესტას ღვინო? - მისი ფასი 6 ევროა, რითაც გამოდის, რომ აზიელები მარტო ღვინოში 36 მილიონ ევროს გადაიხდიან.
"მარკა" იუწყება, ეს ამბავი გადაწყვეტილია და ანდრესის ჩინური თავგადასავალიც მალე დაიწყებაო.
▶ რონალდო: ინიესტა "ოქროს ბურთს" იმსახურებდა, მაგრამ...