ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ.
ზიდანს ლა ლიგის დარჩენილ მატჩებში ვარსკვლავებით გარისკვა არ სურს. გამომდინარე აქედან, ფრანგმა სპეციალისტმა შესაძლოა "ბარსელონასთან" მატჩისთვის კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანო რონალდო დაასვენოს.
შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 6 მაისს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი კიევში 26 მაისს ჩატარდება.
▶ ზინედინ ზიდანი: "ბარსელონას" საჩემპიონო კორიდორს არ
მომზადებულია ABC-ის მიხედვით