"ბარსელონა" 100-მილიონიან კლაუსულას გადაიხდის და გრიზმანს შეიძენს

AutoSharing Option
Cadena SER-ის ცნობით, "ბარსელონას" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შეძენა.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ თავის როხიბლანკოელ კოლეგას ენრიკო სერესოს აუწყა, რომ ზაფხულში ფეხბურთელის კონტრაქტს 100 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

სერესომ კი განაცხადა, რომ 27 წლის გრიზმანს შრომით ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.

მოკლედ, ახლა ყველაფერი ანტუანზეა დამოკიდებული.

ადრე ბარტომეუმ თქვა, რომ ფრანგ ფორვარდს ხშირად ეკონტაქტებიან.

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, გრიზმანი მალე ასულგრანაში გადაბარგდება.

ორიოდ დღის წინ ბლაუგრანას ურუგვეალმა ლეგიონერმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ გრიზმანი მათ გუნდში ვინმეს ადგილის
დასაკავებლად არ მიდის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კლაუსულა?! გამოსასყიდი რითი არ მოგეწონათ? რა საჭიროა ამდენი უცხო სიტყვით ენის დაბინძურება, როცა ასეთი მდიდარი ენა გვაქვს და ყველაფერს თავისი შესატყვისი აქვს...
ავტორს
09:43 09-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული