"ბარსელონამ" "ვილიარეალი" გაანადგურა, დემბელემ დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 36-ე ტურში "ბარსელონამ" 5:1 სძლია "ვილიარეალს". მატჩს "კამპ ნოუზე" 54 743 მაყურებელი დაესწრო. გოლები კოუტინიომ, პაულინიომ, ლეო მესიმ და უსმან დემბელემ (2) გაიტანეს.

მატჩის დაწყების წინ სტუმართა გუნდმა "ბარსას" საჩემპიონო კორიდორი გაუკეთა.

ასულგრანამ პრიმერაზე წაუგებელი შეხვედრების რეკორდი გაზარდა - 43 თამაშია არ დამარცხებულა.

მესიმ "ოქროს ბუცისათვის" ბრძოლაში "ლივერპულის" შემტევ ნახევარმცველს მოჰამედ სალაჰს 3 გოლით გაასწრო და თან, ბლაუგრანას "წითლებზე" 1 მატჩით მეტი დარჩა ჩასატარებელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული