As: ანტუან გრიზმანმა "ბარსელონასთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა.

As-ის ცნობით, "ბარსა" გრიზმანთან კონტრაქტის დარჩენილ დეტალებს უახლოეს ორ კვირაში შეათანხმებს და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თავისი გუნდის ფეხბურთელად გამოაცხადებს.

ერთადერთი, ვინც შეიძლება ამას ხელი შეუშალოს, თავად გრიზმანია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პირის საგამტეხლოს სახით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რადგან წინასწარ ხელშეკრულებაზე უკვე მოწერილი აქვს ხელი.

იმისათვის, რათა "როხიბლანკოსთან" კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, "ასულგრანა" მზადაა, ტრანსფერში 115 მილიონი გადაიხადოს და თუ მადრიდული კლუბი ამის წინააღმდეგი წავა, კატალონიელები 100 მილიონს გადაიხდიან და ფეხბურთელის კონტრაქტს გამოისყიდიან.

შრომითი ხელშეკრულება სატრანსფერო ფანჯრის პირველივე დღეს, 1-ელ ივლისს გაფორმდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაწერეთ რა ნორმალური ქართულით; რა ამბავია ერთ წინადადებაში ამდენი "რიხობლანკო" "ასულგრანა" "ბლაუგრანა" ვითომ ცოდნას ამჟღავნებთ? არ ჯობია, აზრი გასაგებად ჩამოაყალიბოთ?
ქართველი
05:16 18-05-2018
0
მაგრად მიქარავ თუ გადახვალ
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული