ლიუკა ზიდანმა "რეალში" სადებიუტო მატჩში 2 გოლი გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას უკანასკნელ ტურში "რეალი" გასვლაზე დაუზავდა "ვილიარეალს" 2:2.

ამ შეხვედრაში სტუმრები გარეთ ბეილის და რონალდოს გოლებით 2:0 დაწინაურდნენ და ვინ იფიქრებდა, თუ "ყვითელი სუბმარინა" ქულის გადარჩენას შეძლებდა - შეძლო. 71-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი როჯერ მარტინესმა გაიტანა, ხოლო 85-ეზე რუბენ კასტილეხომ მეორე.

აღსანიშნავია, რომ ბლანკოსის ღირსება პირველად დაიცვა მწვრთნელის ზინედინ ზიდანის 20 წლის შვილმა, მეკარე ლიუკამ.

რონალდო ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში 50 გოლი გაიტანა: 44 "რეალში" და 6 პორტუგალიის ნაკრებში. მან "სამეფო გუნდში" 450-ე
გოლი გაიტანა (437 შეხვედრაში).


მკითხველის კომენტარები / 3 /
მთავარია ხარისხი ე.ი ვის გაუტან და როდის.პსჟ,იუვეს,ბაიერნს თუ ეიბარს,დეპორს,ლასპალმას.ხოლო კრ7-ის მიერ იუვესთან გატანილი მაკრატელა ყოველთვის იქნება ჩ.ლ. გატანილი საუკეთესო გოლი თუ არა სამეულში მაინც. ჩ.ლ. კი არის მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის.მესიმ თუ რუსეთის მსოფლიო ისევ ჩააგდო როგორც წინა მსოფლიოები, არავინ მოიხსენიებს ისტორიაში დიადებს შორის.
სუბიექტური აზრი
13:38 20-05-2018
8
რას სად ითვლი არ ვიცი მაგრამ ცანდახან გადახედე სტატისტიკას მესის ამ სეზონში 51 გოლი აქვს გატანილი 34 ლალიგაში, 4 თასზე, 6 ლიგაზე და 7 ნაკრებში, და ლიუკა არა ლუკა
ლუკა
10:23 20-05-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული