გრიზმანმა "ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა კონტრაქტის დეტალები, რომელსაც "ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს სთავაზობს.

"დიარიო სპორტი" ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია. ანტუანი 5-სეზონიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 15 მილიონი ევრო იქნება. ამას გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა ბონუსები.

"ატლეტიკო" ფეხბურთელს ხელფასის 25 მილიონამდე გაზრდას სთავაზობდა, მაგრამ მან უარი განუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული