"დიარიო სპორტი" ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია. ანტუანი 5-სეზონიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 15 მილიონი ევრო იქნება. ამას გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა ბონუსები.
"ატლეტიკო" ფეხბურთელს ხელფასის 25 მილიონამდე გაზრდას სთავაზობდა, მაგრამ მან უარი განუცხადა.