"ბარსელონა" 5 ფეხბურთელს გაყიდის და 100 მილიონის გამომუშავებას იმედოვნებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულში ტრანსფერებით ბიუჯეტს შეივსებს. AS-ის ცნობით, "ბარსა" 5 ფეხბურთელს გაყიდის.

საუბარია მცველ ალეიშ ვიდალზე, ნახევარმცველებზე რაფინია ალკანტარაზე და ანდრე გომეშზე და თავდამსხმელებზე მუნირზე და პაკო ალკასერზე.

გამოცემის მტკიცებით, ასულგრანა მათი გაყიდვით კლუბის ბიუჯეტის 100 მილიონი ევროთი შევსებას იმედოვნებს.

გასულ სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გომეშმა 29-ში, ალკასერმა 20-ში, რაფინია "ინტერში" იყო გაიჯარებული, ხოლო მუნირი "ალავესში".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოთ რატო იყიდეს
TORNIKE
16:07 28-05-2018
0

სიახლეები პოპულარული