"ბარსელონა" სამუელ უმტიტის კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაუგრძელებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების 24 წლის მცველმა სამუელ უმტიტიმ "ბარსელონასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა.

ფეხბურთელი ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ეს მოთხოვნა შეამცირა და მხარეები მორიგდნენ.

"ის ახალგაზრდაა და არ შეიძლება უცბად გასამრჯელო ასე სერიოზულად მოვუმატოთ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ", - განუცხადა "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კატალონიის რადიოს.

ასულგრანა უმტიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას მუნდიალის დაწყებამდე იმედოვნებს.

Sport.es-ი იუწყება, რომ "ბარსელონა" ისეთივე ანაზღაურებას ვერ დაუნიშნავს სამუელს, როგორსაც "მანჩესტერი" პირდება, მაგრამ ბონუსებს მოუმატებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული