სამუელ უმტიტი: თუ პანღურით არ გამაგდეს, "ბარსელონადან" არ წავალ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მცველმა სამუელ უმტიტიმ, რომელიც ხელფასის მომატებას ითხოვდა და კონტრაქტის გაგრძელებაზე თავს იკავებდა, თქვა, რომ არსადაც არ აპირებს წასვლას.

"ხელშეკრულებასაც გავაგრძელებ და არსად წამსვლელი არა ვარ. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ვრჩები. მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ პანღურით ძალად გამაგდებენ", - განუცხადა სამუელმა "ეკიპს".

უმტიტის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ის ახალგაზრდაა და არ შეიძლება უცბად გასამრჯელო ასე სერიოზულად მოვუმატოთ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ", - განუცხადა "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კატალონიის რადიოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული