"ხელშეკრულებასაც გავაგრძელებ და არსად წამსვლელი არა ვარ. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ვრჩები. მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ პანღურით ძალად გამაგდებენ", - განუცხადა სამუელმა "ეკიპს".
უმტიტის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
"ის ახალგაზრდაა და არ შეიძლება უცბად გასამრჯელო ასე სერიოზულად მოვუმატოთ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ", - განუცხადა "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კატალონიის რადიოს.