სერხიო რამოსი - დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?

AutoSharing Option
ახლა სერხიო რამოსი ეგვიპტეში და ლამის მთელს არაბულ სამყაროში ნომერ პირველ მტრადაა გამოცხადებული,  "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების გამო ალაჰის რისხვით ემუქრებიან, ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვაჰბამ ფიფაში სარჩელი შეიტანა და სერხიოსგან მილიარდევროიან კომპენსაციას ითხოვს, ხოლო პორტალ Change.org-ზე მისი დასჯის მოთხოვნით უეფასა და ფიფასადმი მიმართული
ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც ხელი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

მოდით, შევეცადოთ, რამოსის პერსონა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან შევაფასოთ.

რა თქმა უნდა, სერხიოს მოჰამედ
ისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია და მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს მისთვის ასეთი დავალება არ მიუცია. ის უბრალოდ, ასეთია, მთელი კარიერის მანძილზე ასე თამაშობს და ამისათვის ყვითელ-წითელ ბარათებითა და დისკვალიფიკაციებით ისჯება, რასაც არასოდეს არ მოიშლის, რამეთუ მისი სათამაშო სტილი ულტრაპროდუქტიულია.

ის მთელს პლანეტაზე ყველაზე ნიჭიერი, სწრაფი და ტაქტიკურად განსწავლული მცველი არაა, მაგრამ ნამდვილი მებრძოლია და ეს ღირსება მის ყველა მინუსს გადაწონის. რატომღაც მგონია, სალაჰის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, მოკვდებოდა და მოედანს არ დატოვებდა.

მოჰამედისთვის ტრავმის მიყენებისთვის და ლორის კარიუსის ტარანისთვის, ის არასოდეს არ მიიღებს არც ერთ ჯენტლმენურ ჯილდოს, მაგრამ სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ მოიგო კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგა. კიევური ფინალის მოგებაც დიდწილად სერხიოს დამსახურებაა. ის არაა ანგელოზი, ზოგი ბოროტად მიიჩნევს, ზოგი კი ბინძურ მოთამაშედ, მაგრამ არსებობს კი მსოფლიოში მწვრთნელი, რომელიც გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლას არ ინატრებდა?

ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია, "ლივერპულთან" ნამატჩევს რონალდოსთან მივიდა და უსაყვედურა, რომ არ იყო საჭირო ასეთ დროს გუნდიდან წასვლაზე მინიშნების გაკეთება და მოუწოდა, რაიმე ფორმით უკან წაეღო ნათქვამი და შემდეგ სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა. სერხიოს ღვაწლი კი "რეალის" გამარჯვებებში ფასდაუდებელია, სერხიოსი, რომელიც ზოგს ჭირის დღესავით ეზიზღება, ზოგი კი აღმერთებს, მაგრამ დიდი ფეხბურთელი რომაა, ამას მისი ყველაზე დაუძინებელი მტრებიც კი ვერ უარყოფენ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
თქვენ სერხიო რამოსი ვინმეში ხომ არ გეშლებათ?! უდიდესი პიროვნება და უდიდესი ფეხბურთელი, ყველაზე დიდი კაცი, მაგაზე დიდი არავინ არ არის მადრიდში. ჯერ მარტო ის არ უნდა გავიწყდებოდეთ რომ იკერას ძმაა და იკერამ მას თვალცრემლიანმა უწოდა ესპანეთის გმირი!!! ის გმირია, მადრიდის რეალის და ესპანეთის გმირი. რაც არ უნდა დაესიოთ პრიმიტივები ის თავის ღირსებას და კაცობას ყოველთვის ამტკიცებს, ჯერ მარტო რამდენი გოლები აქვს გატანილი ბოლო წუთზე... ერთი პერიოდი ხალხმა და კომენტატორებმა არ იცოდნენ რა ექნათ მაგის ბოლო წამებზე გოლებს რომ უყურებდნენ, ედიდებინათ თაყვანი ეცათ თუ შენდობა ეთხოვათ არაფერი არ იცოდნენ რა ექნათ, გამო*** ვდა მსოფლიო რამოსის ფენომენით. ეს შემთხვევით არ ხდება, თვალები გაახილეთ
ესპანეთი
01 სექტემბერი 2018 18:06
1
ბინძური მსაჯრიდელია და ყოველთვის ბინძურად დარჩება მსაჯრიდივით.ბევრი მებრძოლი ფეხბურთელი არსებობს მაგრამ არა ამასავით ბინძური.რაც არ უნდა მაგარი იყოს ის სიბინძურე ყველაფერს ფარავს სამწუხაროდ.და ზუსტად იმ გუნდში თამაშობს რაც შეეფერება.
ალე
01 ივნისი 2018 10:04
3
რაც არ უნდა საწყენი იყოს გააგორებენ მაგის "დიდი კაპიოტანის" თავს, - ღირსიც არის!
TAZO
30 მაისი 2018 16:20
15
ვინ ვის გააგორებს მაგასაც ნახავ.
დიკტატორ
01 სექტემბერი 2018 18:07
0
ასეა, თუ ისეა მაიც ბინძური ფეხბურთელია, ყოველგვარ არაკაცობაზე წამსვლელია!
777
30 მაისი 2018 16:13
12
მომავალ წელს UEFA-მ პირდაპირ უნდა მისცეს რეალს ჩემპიონთა ლიგის თასი, მაინც ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული.
madridista
30 მაისი 2018 15:54
9
რამოსი დასახელდება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად და კაპიტნად. ნამდვილი ლიდერი რეალ მადრიდის, გადამწყვეტი გოლების ავტორი და გუნდის საოცარი მოტივატორი. აი ეს არის რამოსი.
სალაჰის ეპიზოდი არის იმის მაჩვენებლეი რომ სალაჰი არ არის რამოსის და რეალის დონის მოთამაშე. მაგას რაც გასდის სიტისთან, ლესტერთან და რომასთან, ის სამეფო გუნდთან არ გაუვა.
სალაჰმა წააგო პოზიცია, ჩამორჩა რამოსს და ხელით ცდილობდა მის შეჩერებას. შემდეგ რამოსი წამოედო უკან დარჩენილ სალაჰის ფეხს და წაიქცა და თან წაიყოლა პადრუჩკა გამოდებული სალაჰი. აი ეს არის რეალობა.
ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის იმან იცის რომ წინ მდგომი ფეხბურთელი უკან მდგომს ვერ წააქცევს, ეს დაუწერელი კანონია :)
ამას აღიარებს მთლი საფეხბურთო სამყარო გარდა ჩადრიანი არაბებისა და დაბოღმილი ბარისტებისა
lasha
30 მაისი 2018 15:10
21
აუ ძმა, არ გეწყინოს, მარა შენ რაღაც სხვა გაქვს ეტყობა ნანახი :)))))
ვიქტორი
30 მაისი 2018 16:16
6
რა შუაშია აქ დიდი კაპიტანი თუ ფეხბურთელი? იყო კონკრეტული ეპიზოდი, ხელი გაუკავა და დაცემისას ასეთი გამოცდილების ფეხბურთელს თავისუფლად შეეძლო უბრალოდ მეორე მხარეს გადაგორებულიყო და ხელი არ მოეყოლა,ამას ბავშვთა ფეხბურთში ასწავლიან საით და როგორ დაეცე. მაგრამ არა... ზუსტადაც განზრახ მიაყენა დაზიანება. ისიც არ მესმის ვაჟა თქვენგან, რომ თვითონ არ გავიდოდა ასეთი ტრამვის შემთხვევაშიო, იცით ტრამვის სიმძიმე? თუ რამოსი არ გინახავთ ტრამვიანი რო გაძურწულა მოედნიდან? შეგახსენოთ? სრულიად სუბიექტურად წერთ და ობიერტურობაზე კი გაქვთ პრეტენზია...
Levani
30 მაისი 2018 14:48
8
კარგათ წერია სათაურში:დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?რა თქმა უნდა ბოროტების განსახიერება.ეს ვერასოდეს იქნება დიდი კაპიტანი.დიდი კაპიტნები პირველ რიგში დიდი ადამიანები უნდა იყვნენ,ეს კი ნამდვილი ნაძირალაა.ჰაბიტუსზე არ ეტყობა რაცაა?
qobuleteli
30 მაისი 2018 14:00
13
აქ ზოგიერთი წერს რომ სალაჰი კიარა მესიც რომ დაემატებინა ლივერპულს მაინც რეალი მოიგებდაო.საიდან იცით?სანამ სალაჰი მოედანზე იყო კარგად ჩანდა ვინ უფრო თამაშობდა.ეს იყნოსა ახვარმა რამოსმა და მოტეხა კაცს მხარი.იძახეთ ეხლა ასეთი და ისეთი ფეხბურთელიაო,ეს არასოდეს იქნება დიდი ფეხბურთელი,თუნდაც იმიტომ რომ დიდობისათვის პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი.კასილიასის მერე ამ გუნდს როგორ შეიძლება ასეთი კაპიტანი ყავდეს?ამიტომ არის უღირსი ეს ვითომდა მოგებული ლიგა რეალისთვის და მისი გულშემატკივრებისათვის.ასეთი გზებით და ხერხებით კიდევ ბევრი რამის მოგება შეიძლება,მაგრამ რამდენად იქნება ის დამსახურებული ეს ჭკვიანი და ობიექტური გულშემატკივრისათვის მიმინდია და არა რეალის თავგადაკლული გულშემატკივრებისათვის.
BUBU
30 მაისი 2018 13:54
6
აბა, ჰე "დაშვებულ ცერთა" შემოქმედნო, არარეალისტო არა "რეალისტებო"! "რეალი" გამარჯვებულია! ჰოდა, მიდით ახლა და "დააწექით" "დაშვებულ ცერს". წავიდაა! P.S. საქარველოს, ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს გაუ-მარ-ჯოოს! სხვა ქვეყნის გუდების ფანატ(იკოს)ებო, აბა თქვეც გაიმეორეთ - "საქრთველოს გაუ-მარ-ჯოს"! რას იკლავთ თავს და "ჭამთ" ერთმანეთს. "ბარსელონა"-"ლივერპული"-"იუვენტუსი"... კარგით, რა!
დიდება "რეალს", რამოსს დიდება! ))))))))))))))))
30 მაისი 2018 13:19
8

სიახლეები პოპულარული