ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ პერესმა ბეილის გაყიდვა გადაიფიქრა

AutoSharing Option
"მარკა" იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავდამსხმელ გარეთ ბეილის გაყიდვა გადაიფიქრა.

თავად ბეილი უკმაყოფილოა იმით, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებენ და გუნდის გამოცვლა სურს.

ბეილის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული, რომელმაც შარშან ზაფხულში მისი შეძენა ვერ შეძლო.

ბლანკოსისა და უელსის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა განაცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ გარეთმა ესპანური ენა ვერ შეისწავლა და ეს გუნდში დამკვიდრებაში ხელს უშლისო.


მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ რონალდო წავა ლოგიკურია რომ მაშინ ბეილი აუცილებლად უნდა დატოვონ
brola*
14:00 31-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული