ვარიანტებს არ ვეძებ - ზინედინ ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"როგორც კლუბის პრეზიდენტმა (ფლორენტინო პერესი) თქვა, შესაძლოა, მართლაც არ ვემშვიდობებით ერთმანეთს. ამ კლუბთან ერთად მთელი ცხოვრება ვიქნები.

ბევრი ამ გადაწყვეტილების აზრს ვერ ხედავს. მე კი ვხედავ. მოვიდა დრო, როცა ცვლილებებია საჭირო. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა ყველასთვის.

მადლობას ვუხდი "რეალის" ყველა გულშემატკივარს მათი სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის. სეზონის განმავლობაში ბევრი რთული სიტუაცია გვქონდა, როცა ჩვენს საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებდით, მაგრამ ფანები ჩვენ გვერდით იყვნენ, რამაც უფრო ძლიერები გაგვხადა.

ვფიქრობ, ფეხბურთელებს
ცვლილებები სჭირდებათ. მათ მადლობა უნდა გადავუხადო, ბოლოს და ბოლოს, ისინი იბრძოდნენ მოედანზე.

ამ კლუბში დიდი მოლოდინებია. ყოველთვის უფრო მეტისთვის ვიბრძვით. არ შემეძლო, ჩემი ფეხბურთელებისთვის უფრო მეტი მომეთხოვა. ახლა მოვიდა დრო, რომ მათ გასახდელში ახალი ხმა გაიგონონ.

აქ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, რომ უბრალოდ დარჩე. მე რომ დავრჩენილიყავი, გუნდს მოგებების მიღწევა გაუჭირდებოდა.

გუნდმა უკვე იცის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ფეხბურთელებთან სათითაოდ არ მისაუბრია, მაგრამ ყველამ მიიღო შეტყობინება და საქმის კურსში არიან.

კაპიტანთან, სერხიო რამოსთან ვისაუბრე. ერთად ჩვენ ბევრი რამე გამოვიარეთ და ის ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მან წარმატებები მისურვა. ის ლიდერია, კაპიტანია - მასთან მუშაობა ეს სამი წელი სიამოვნება იყო.

არ ვაპირებ, რომელიმე გუნდი დღესვე ჩავიბარო და არც ვარიანტებს ვეძებ", - თქვა ზიდანმა.

altვინ შეცვლის მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანს?

altამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - ზინედინ ზიდანი "რეალიდან" მიდის!


მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული