Marca: რონალდომ "რეალის" დატოვების სურვილის შესახებ თანაგუნდელებს "ლივერპულთან" მატჩამდე აცნობა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თავდამსხმელ რონალდოს მინიშნება "რეალის" დატოვების შესახებ მისი თანაგუნდელებისთვის არ ყოფილა სიურპრიზი.

გამოცემის მტკიცებით, პორტუგალიელი გუნდის დატოვების სურვილს პარტნიორებთან არ მალავდა. კრიშტიანო არ მალავდა, რომ გუნდში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. უბრალოდ, ფეხბურთელები არ ელოდნენ, თუ ის წასვლის შესახებ ბოლო მატჩის ფინალური სასტვენისთანავე მიანიშნებდა.

კლუბის ხელმძღვანელობა რონალდოს ნათქვამით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ამასთან, ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ კრიშტიანომ გუნდში უკანასკნელად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რონალდუ ნამდვილი ლიდერია,რომელიც მაგალითია თავდადების,პატრიოტიზმის,მიზანსწრაფვის,ერთგულების.სწორედ ძირითადში მისი და ზიდანის დამსახურებაა ის სასწაული რაც რეალმა მოახერხა,სამი წელი ჩ.ლ-ის მოგება,რისი გამეორებაც ფაქტიურად შეუძლებელია.მათ ეპოქა შექმნეს.
მაგალითი ახალგაზრდობას
14:02 02-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული