ჟოზეპ ბარტომეუ: უსმან დემბელე "ბარსელონადან" არ წავა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ თავდამსხმელ უსმან დემბელეს არ გაასხვისებენ.

"დემბელე არსადაც არ წავა. ის და კოუტინიო ჩვენი დიდი ინვესტიციაა, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათგან ბევრს ველით.

კოუტინიომ ბოლო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა, დემბელე კი ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. ამ ბიჭებმა დიდი საქმეები უნდა გააკეთონ.

შემდეგი სეზონი სხვაგვარი იქნება. ძნელია "ბარსელონაში" პირველივე სეზონში ათამაშება, რადგან ჩვენი სტილი სხვებისგან განსხვავდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული