რონალდოს აგენტი "რეალის" ხელმძღვანელობას შეხვდა. კრიშტიანო უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ცნობით, თავდამსხმელ რონალდოს აგენტი, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტის თხოვნით გუშინ "რეალის" ხელმძღვანელობას შეხვდა.

გამოცემის მტკიცებით, კრიშტიანო შეხვედრის შედეგების მიხედვით გუნდში თავის მომავალთან დაკავშირებით უკმაყოფილო დარჩა.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გუნდის დატოვებაზე მიანიშნა და მენდეშმა პარიზში პსჟ-სთან მოლაპარაკებაც გამართა.

პორტუგალიელი წლიური 21-მილიონევროიანი ხელფასის გაოთხმაგებას ითხოვს, თუმცა როგორც იუწყებიან, ახლა 50-მილიონიან ანაზღაურებაზეც თანახმაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული