ნამუნდიალევს "რეალი" შეიძლება ხულენ ლოპეტეგიმ ჩაიბაროს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "რეალმა" მწვრთნელის დანიშვნა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გადადოს.

Okdiario-ს მთავარი საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას უნდა გუნდი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის ჩააბარონ.

"კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან არც ერთი კანდიდატი სრულად ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფურია როხას წარმატებულ ასპარეზობას ელიან, რაც ძალიან რეალურია.

"რეალის" ფეხბურთელებსაც სურთ მწვრთნელად ლოპეტეგის დანიშვნა. თუ ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა, ლოპეტეგის კანდიდატურა მოიხსნება", - ირწმუნება ინდა.

ამ ინფორმაციას ყველა წამყვანი ესპანური სპორტული
გამოცემა ადასტურებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული