ხულენ ლოპეტეგი "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი "რეალის" თავკაცად დაინიშნა.

51 წლის ბასკი მუშაობას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუდგება. მას სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ეს ინფორმაცია "სამეფო კლუბმა" ოფიციალურად თავისი საიტით იუწყა.

ლოპეტეგი ფურია როხას 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და 19 მატჩიდან არც ერთი არ წაუგია (13 მოგება 6 ფრე).

ის ადრე "რაიო ვალეკანოს" და "პორტუს" მწვრთნელი იყო, 2008/2009 წლების სეზონში კი "რეალ-კასტილიას" წვრთნიდა.

ლოპეტეგი "რეალის" და "ბარსელონას" სათადარიგო მეკარე გახლდათ.

ხულენის მწვრთნელად დანიშვნა უნდოდათ გუნდის წამყვან ფეხბურთელებს.

ბლანკოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ლოპეტეგისთან ხელშეკრულების
გაწყვეტისათვის კომპენაციის სახით 2 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული