სერხიო ახლო ურთიერთობაშია კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან და სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნა ლოპეტეგი.
პერესს რამოდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ რამოსის რჩევას დაჰყვა.
სხვათა შორის, "სამეფო გუნდი" ამ ამბის დღეს გამოცხადებას არ აპირებდა, მაგრამ ეს ნაკრებში მყოფმა "რეალის" ექვსმა ფეხბურთელმა იცოდა, სხვა გუნდის ერთმა მოთამაშემ შეიტყო და სანამ ყველა გაიგებდა, არჩიეს სასწრაფოდ გამოეცხადებინათ.