ხულენ ლოპეტეგი, რომელიც ხვალ სოჭში უნდა ყოფილიყო, მადრიდში ჩაფრინდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებიდან სკანდალურად დათხოვული ხულენ ლოპეტეგი მადრიდში ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" მის წარდგენას რამდენიმე დღეში გეგმავს.

ლოპეტეგი ასევე შეხვდება კლუბის ხელმძღვანელობასაც და სატრანსფერო ბაზრის საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის სპეციალისტი "ფური როხას" მთავარი მწვრთნელობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

ხვალ კი ესპანეთის ნაკრები უკვე ფერნანდო იეროს ხელძღვანელობით, სოჭში პორტუგალიას ეთამაშება.

altხულენ ლოპეტეგის მადრიდის "რეალში", პირველ რიგში, მეკარის შეცვლა სურს

altხულენ ლოპეტეგი: ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის მოგებას ვუსურვებ

altესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუნდიალის დაწყებამდე ერთი დღით

ადრე გაათავისუფლეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული