"რეალის" მესამე გოლკიპერი ლუგანსკის "ზორიასგან" შეძენილი 19 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი გახდება.
ლიუკას გუნდიდან წასვლას მისი მამის, გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიერ ბლანკოსის დატოვებასაც უკავშირებენ.
ლიუკა "სამეფო გუნდის" აღზრდილია, მის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა და ერთხელ ითამაშა პირველ გუნდში.