მატეო კოვაჩიჩს მეტი სათამაშო დრო სურს და ამიტომ მადრიდის "რეალიდან" წავა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 24 წლის ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩს საკლუბო დონეზე უფრო მეტი სათამაშო დრო სურს და ამიტომ "სამეფო გუნდიდან" აბარგებას აპირებს.

კოვაჩიჩმა ხორვატულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სათადარიგოთა შორის ყოფნით კმაყოფილი არაა, "რეალში" კი მისი ძირითადი შემადგენლობის წევრად ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშაა და ამიტომ მადრიდული გუნდიდან წასვლა უნდა.

24 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს, მსურველი კლუბი კი "ტოტენჰემია".

გასულ სეზონში კოვაჩიჩმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ერთად სასტარტოში მხოლოდ 14 მატჩი დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული