ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელის, შენოლ გიუნეშის ასისტენტი გახდება.
გუტიმ "სამეფო კლუბთან" ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა, თუმცა პროფესიონალურ დონეზე მუშაობაზე უარი ვერ თქვა.
აღსანიშნავია, რომ მან კარიერა სწორედ "ბეშიქთაშის" რიგებში დაასრულა.