ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის თქმით, არჩევანის გაკეთებისას ფედერაციის წევრები ერთსულოვნები იყვნენ.

48 წლის ესპანელ სპეციალისტს აქამდე "ბარსელონაში", "სელტასა" და "რომაში" უმუშავია. ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ენრიკეს უახლოეს მომავალში წარადგენენ.

ესპანეთის ნაკრების სპორტულ დირექტორად კი ბენვენიდო მოლინა დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხუან ლოპეტეგი მუნდიალის დაწყებამდე, "რეალთან" კონტრაქტის გაფორმების გამო გაათავისუფლეს.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
მუნდიალზე ნაკრებს ფერნანდო იერო წვრთნიდა, რომელიც აქამდე სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია რამეს შეცვლის თუ არა ეს გუნდი აღარ ვარგა დაცვა მისახედია და უნდა გაახალგაზრდაოს, ბუსკეცტან კოკეს დაყნება არ ვარგა ვიღაც უნდა მოძებნოს, მოკლედ მისახედია გუნდი
იმერელი
17:24 09-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული