რატომ სურდა ლუის ენრიკეს მაურო ტასოტის მოკვლა [VIDEO]

AutoSharing Option
ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრებისთვის, ოფლის გარდა, ცრემლები და სისხლიც აქვს დაღვრილი.

1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მას იტალიის ნაკრების მცველმა მაურო ტასოტიმ იდაყვით ცხვირი გაუტეხა.

მსაჯმა არა მხოლოდ არ გააგდო იტალიელი, არამედ პენალტიც კი არ დანიშნა და ის შეხვედრა "ფურია როხამ" 1:2 წააგო.


ესპანელთა ექიმი სენენ კორტეგოსო იგონებს, რომ ენრიკეს მსაჯისა და მაურო ტასოტის მოკვლა უნდოდა.

ისინი საბოლოოდ 2011 წელს შერიგდნენ, როდესაც ენრიკე სათავეში "რომას" ედგა, ტასოტი კი "მილანში" მწვრთნელის ასისტენტი იყო.

მათ
ერთმანეთს მატჩის წინ ხელი ჩამოართვეს.

Sportall.Ge

როგორც ტასოტი იხსენებს, მას არ ეგონა, ლუის ენრიკე თუ ხელს ჩამოართმევდა.

"როდესაც 1994 წელს ეს საქციელი ჩავიდინე, მაშინვე მივხვდი, რომ საშინლად მოვიქეცი", - იხსენებს ტასოტი.

თუმცა, ესპანეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ხელის ჩამორთმევა არ იუარა და განაცხადა, რომ რაც მოედანზე ხდება, იქვე რჩება და მას ტასოტისთან პრობლემა არ აქვს.

altოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული