პელე, მარადონა, მესი და სხვები - რას ამბობენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები კრიშტიანო რონალდოს შესახებ

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მადრიდის "რეალი" დატოვა.

გთავაზობთ ფრაზებს, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მის მიმართ ამბობენ.

"კრიშტიანო რონალდო ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად ისტორიაში საუკეთესოა", - ფლორენტინო პერესი.

ორი აზრი არ არსებობს, რომ რონალდო უდიდესი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის დღეს მსოფლიოში საუკეთესოც კი არის. პორტუგალიელი გოლების მანქანა და შესანიშნავი ფორვარდია", - პელე.

ჩემს შვილებს პელეს თამაშისთვის არ უყურებიათ, მაგრამ მის შესახებ იციან. 40 წლის შემდეგ ბავშვებს კრიშტიანო რონალდოს შესახებაც ეცოდინებათ", - ჟოზე მოურინიო.

"კრიშტიანო ფეხბურთის მემკვიდრეობის ნაწილია. ის ერთ-ერთი ფეხბურთელია,
ვისაც მარტოს შეუძლია გუნდის ფინალში გაყვანა", - დიეგო მარადონა.

"კრიშტიანო რონალდო დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს. ის ყოველწლიურად თამაშს კიდევ უფრო ხვეწს, რაც მაფიქრებინებს, რომ კრიშტიანო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ლიონელ მესი.

"კრიშტიანო სხვა პლანეტიდანაა. მან იცის, როგორ გაიტანოს გოლები. ის განსხვავებული და განსაკუთრებულია", - ზინედინ ზიდანი.

"კრიშტიანო რონალდო უკეთესია, ვიდრე ლიონელ მესი. ის სხვა პლანეტიდანაა", - პრედრატ მიატოვიჩი.

"კრიშტიანო რონალდო საუკეთესოა და ამაზე კამათიც არ ღირს", - ფერნანდუ სანტუში.

"რონალდო ის ფორვარდია, რომელიც ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს", - სერხიო რამოსი.

"რონალდო ფენომენი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ალფრედო დი სტეფანო.

altშენ ყოველმხრივ მაგალითის მომცემი იყავი - "რეალის" ფეხბურთელები რონალდოს ემშვიდობებიან

altHala Madrid! - კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალს" ემოციურად დაემშვიდობა

altრონალდო: გაუმარჯოს ანიელის! გაუმარჯოს ახალ "იუვენტუსს"?

altრონალდო "რეალში - 450 გოლი და 119 საგოლე გადაცემა [VIDEO]

altკრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
რონალდუ და მესი, აბსოლიტურად განსხვავებული სტილია. ვერ შევადარებთ. სანახაობრივად რონალდუ სჯობს. რონალდუ და ჟაირზინიო ერთმანეთს ჰგვანან. აქ შეიძლება შედარება. ისე არანაკლები იყო ჟაირზინიო.
გიორგი.
29 ივლისი 2018 21:14
0
რონალდო სხვების გარეშე არაფრად ვარგა(როგორც მესი),რონალდოს გარეშე კი პორტუგალიამ საფრანგეთს ფინალი მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბორის პაიჭაძე
12 ივლისი 2018 01:01
8
გვეღადავებით? დი სტეფანო გარდაცვლილი რომ არის არ იცოდით?! O_o
gui
11 ივლისი 2018 17:42
4
საიქიოდან პოსტი გამოაქვეყნა:)ისე კი ღმერთმა აცხონოს, არანაკლები იყო რონალდოზე
mamuka
12 ივლისი 2018 03:09
1
უცხოპლანეტელი და ფენომენი იყო და არის მხოლოდ მესი.
Satelit
11 ივლისი 2018 17:11
6
ამჟამად კი ბატონო გეთანხმებით, მაგრამ ვისაც პელეს თამაში უნახავს, დამეთანხმება, მზგავსი დღემდე არ დაბადებულა.
გიორგი.
29 ივლისი 2018 21:19
0
კი დი სტეფანომ საიქიოდან გააკეთა ეს კომენტარი რონალდოს იუვენტუსში გადასვლასთან დაკავშირებით
888
11 ივლისი 2018 15:15
0
რონალდო მაგარია მაგრამ მესის შემდეგ..
777
11 ივლისი 2018 12:54
10

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
3
ვალიადოლიდ
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
15
ვალეკანო
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
17
ჰუესკა
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
1
0
0
1
-3
0