ხულენ ლოპეტეგის დანიშვნამდე მადრიდის "რეალი" სამსახურს 30 წლის მწვრთნელს სთავაზობდა

AutoSharing Option
30 წლის გერმანელმა სპეციალისტმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მან მადრიდის "რეალის" გაწვრთნაზე უარი თქვა.

მისი თქმით, "სამეფო გუნდიდან" ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ და ესპანეთის დედაქალაქში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა მან წინადადება უარით გაისტუმრა.

ნაგელსმანის განცხადებით, ამის მიზეზი ახალგაზრდული ასაკია. ის მხოლოდ 30 წლისაა და ამ დონეზე მწვრთნელობის შანსი კიდევ ექნება, ახლა კი გამოცდილების მიღებაა საჭირო.

ახალგაზრდა სპეციალისტი სათავეში ამჟამად "ჰოფენჰაიმს" უდგას. საინტერესოა, რომ მას ახალი გუნდი უკვე ნაპოვნი ჰყავს და 2019/20 წლების სეზონიდან "ლაიფციგს" ჩაიბარებს.

alt"ჰოფენჰაიმის" 30 წლის მწვრთნელი იულიან

ნაგელსმანი დაქორწინდა

altნაგელსმანი: ანჩელოტის მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე ტრუსი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული