"ბარსელონამ" დემბელეს ულამაზესი გოლით ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასზე, რომელიც მაროკოში ჩატარდა, "ბარსელონამ" "სევილიას" 2:1 სძლია.

"ბარსამ" მეცამეტედ მოიპოვა ეს ტიტული და რეკორდსმენია. "რეალს" სუპერთასი ათჯერ აქვს მოგებული.

ლეო მესიმ "ბარსელონაში" 33-ე ტურნირი მოგო და კლუბის რეკორდსმენი გახდა. მან 9-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 6-ჯერ ესპანეთის თასი, 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ სუპერთასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ტანჟერი. "სტად დე ტანჟერი"

სევილია - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 სარაბია (9), 1:1 პიკე (42), 1:2 დემბელე (78)
გამოუყენებელი პენალტი: ბენ იედერი (90+1)

სევილია: ვაცლიკი, მერკადო (ბენ იედერი
85), გომესი, კიაერი, ესკუდერო, სარაბია (ვიდალი 71), მესა, ბანეგა, ვასკესი, ნავასი, მურიელი (ანდრე სილვა 60)

ბარსელონა:
ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, არტური (კოუტინიო 53), რაფინია (რაკიტიჩი 46), დემბელე (ვიდალი 86), მესი, სუარესი

alt"ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის კაპიტნის ვინაობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბალახვანში !!! კიბეეები როა ე , იმის წინ.!!!
Vasili
15:45 13-08-2018
1
12-s, mantishi midi megobaro da iq aqvt, tu arada chamogitanen ra zomac ginda da rogoric
liverpuli barselonas supermarketi.
15:21 13-08-2018
0

სიახლეები პოპულარული